საეკლესიო ტიტულები

ქართული იერარქია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საეკლესიო იერარქია სამ ხარისხად განიყოფება:
I. ეპისკოპოსობა, II. მღვდლობა, III. დიაკვნობა. ეპისკოპოსის ხარისხი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ღირსება (ტიტული) მიენიჭება მას - პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის თუ მიტროპოლოტის.

მღვდლის ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკანოზი, პრესვიტერი, პროტოპრესვიტერი; ხოლო დიაკვნისა - ჰიპოდიაკვანი, პროტოდიაკვანი, არქიდიაკვანი.

ეპისკოპოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოსობა საეკლესიო იერარქიის უმაღლესი ხარისხია, რომლის უფლებებია: ლიტურგიის აღსრულება, ეპისკოპოსების, მღვდლებისა და დიაკვნების ხელდასმა, წმიდამირონის კურთხევა, ტაძრების კურთხევა. ეპისკოპოსები მონაწილეობენ პატრიარქის კურთხევაში. ეპისკოპოსს ემორჩილება მის საეპისკოპოსოში (ეპარქიაში) შემავალი ეკლესიები, სასწავლებლები, მონასტრები. ძველი წესის თანახმად, ეპისკოპოსი ბერი უნდა იყოს. ეპოსკოპოსთა საკრებულოსსინოდი ეწოდება, რომელსაც პატრიარქი მეთაურობს.

მღვდელი

მღვდელს ხელდასმის შემდეგ ენიჭება ლიტურგიის აღსრულების, აღსარების მიღების, ცოდვათა მიტევების (ქრისტეს სახელით), ზიარების გაცემის, ნათლისცემის, მიცვალებულის წესის აგების , ქრისტიანულ ზნეობაში დამოძღვრის, ქადაგების უფლება.

დიაკვანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაკვანი მღვდელმსახურების დაბალი საფეხურის წოდებაა; დიაკვანის მოვალეობაა ემსახუროს მღვდელს ლიტურგიისა და სხვა საიდუმლოთა (ნათლობა, ქორწინება, წესის აგება...) აღსრულებაში. მას აქვს უფლება საკურთხეველში შესვლის, კვერექსების კითხვის, საკმევად საცეცხლურის ხელში პყრობის, ანუ კმევის უფლება.
სასულიერო ხარისხები და შესაბამისი თანამდებობები სამოციქულო ტრადიციის ეკლესიებში
ეპისკოპოსი
(მღვდელმთავარი)
ამსოფლიური:    დიაკონი  • პროტოდიაკონი

საერო პირები

ამსოფლიური:  ერისკაცი  • მედავითნე  • მგალობელი  • მნათე  • მორჩილი

No comments:

Post a Comment