- ნუ მიბაძავ ფარისეველს, რომელიც ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებდა.
- ნუ შეიმოსები სამოსით, რომელსაც მზვაობრობისაკენ მიჰყავხარ. (წმ. ანტონი დიდი)
- გაექეცი ცუდმედიდობას- დამომავალ საუკუნეში ღმრთის დიდებასთან ზიარების ღირსი შეიქმნები. (ღირსი აბბა ესაია)
- კაცთაგან დიდების ძიება დამადა სტურებელია ურწმუნოებისა და ღმრთისაგან განშორებისა. (წმ. ბასილი დიდი)
- რისთვის განიხილავ შენს სათნოებებს და გამოჰფენ საჩვენებლად? ნუთუ არ იცი, რომ თკი საკუთარ თავს შეაქებ, ღმრთისაგან ვეღარ იქნები ქებული.
- ყოველთვის გავექცეთ ცუდმზვაობრობას - ამ ნადირს. იგი სხვადასხვა გვარისა და სახისაა და თავისშხამს ყველაფერზე ანთხევს - საგანძურზეც, სიამოვნებაზეც და სხეულის სილამაზეზეც. მის გამო ჩვენ ჩვენ ყველგან ვარღვევთ აუცილებლობის საზღვრებს, უგულვებელვყოფთზომიერებას - სახლებშიზ, ტანსაცმელშიც, სუფრაზეც, და ფუფუნებბა ბატონობს. დიდი ტკბობა გვსურს? გაეცი მოწყალება, და შეგაქებენ ანგელოზები, განგადიდებს ღმერთი.
- დიდების მონა ვერ იქნება მონა ღმრთისა. (წმ. იოანე ოქროპირი)
- ცუდადმზვაობრობასა და ამპარტავნებას შორის იგივე განსხვავებაა, რაც ყრმასა და კაცს შორის... რადგან ცუდადმზვაობრობა - დასაწყისია, ხოლო ამპარტავნება - დასასრული.
- ყოველი კაცი , რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს, ცუდადმზვაობარია. მისი მარხვა უსასყიდლოა, ლოცვა - უსარგებლო, რამეთუ ორივეს კაცთამიერ ქებისთვის აღასრულებს.
- არის ერთი მატლი, რომელიც გაიზრდება, ფრთებს შეისხამს და მაღლა აფრინდება. ასევეა ცუდადმზვაობრობა - როდესაც სისრულეს მიაღწევს, შობს ამპარტავნებას,რომელიც ყოველი ბოროტების დასაბამი და სრულმყოფელია. (წმ. იოანე სინელი)
- ყველაზე დაფარული სულიერი ვნება მზვაობრობაა, ეს ვნება ყველა სხვაზე მეტად ინიღბება ადამიანის გულის წინაშე და ანიჭებს მას სიამოვნებას, რომელსაც ხშირად სინდისის ნუგეშინისცემად, საღმრთო ნუგეშინისცემად აღიქვავენ. (წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი)
- სხეულის შემკობა სულის დაღუპვაა. (ღირსი აბბა ესაია)
- ცუდადმზვაობრობის მკვლელი დაფარული მოღვაწეობაა, ხოლო ამპარტავნებას შეურაცხოფის არავისთვის მიყენება განდევნის.
- ცუდადმზვაობრობის თვისებებია მაჩვენებლობა და ორგულობა, ხოლო ამპარტავნობისა - შეურაცხყოფა და მრისხანება, (წმ. აბბა თალასე)
მზვაობრობა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment