ცოდვების სრული ჩამონათვალი

ცოდვების შესახებ

შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა
და ამის მშველელი შვიდი სათნოება

1. ამპარტავნება - სიმდაბლე
2. ანგარება - მოწყალება
3. სიძვა - უმანკოება
4. მრისხანება - სიმშვიდე
5. ნაყროვანება - მარხვა
6. შური - სიყვარული
7. მიმოწვლილველობა - სასოება

ლოცვა აღსარების წინ

მომიტევე მე უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, ყოველნი შეცოდებანი ჩემნი აურაცხელითა მოწყალებითა შენითა და ვედრებითა ყოვლად წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა მარიამისათა და წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, წმიდათა მამათა და მოძღვართა, მოციქულთა და მოწამეთა და ყოველთა წმიდათა შენთათა.
მომიტევე მე უფალო, ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე ყოველ საგრძნობელით ჩემით დედის მუცლით ჩემითგან აქამომდე. ბუნებასა შინა და გარეშე ბუნებასა შინა ქმნილნი: სიტყვითნი, საქმითნი, ცნობითნი, უმეცრებითნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, ღამითნი და დღისითნი, მღვიძარებითნი და მძინარებითნი, ყოველ ჟამითნი და ყოველ წამითნი შეცოდებანი ჩემნი.
მომიტევე მე უფალო ყოველივე რაოდენიცა ვსცოდე:
(ამის შემდეგ ადამიანი ჩამოთვლის ცოდვებს, მაგრამ მორწმუნეს აღსარებაზე მხოლოდ ცოდვათა ჩამონათვალი კი არ უნდა მოქონდეს, ან წარსულის განკითხვა ოდენ, არამედ უნდა აცნობიერებდეს, რომ განშორებულია ღმერთის სახლს და საჭიროებს ღვთის წყალობას, რომელსაც მიიღებს სინანულით).
ცოდვა
განმარტება
ავაზაკობათავდასხმა ძარცვის მიზნით
ავთვალობაბოროტი თვალით შეხედვა
აზარტული თამაშებითამაშები და გათამაშებები ფულის, ან სხვა რაიმე ფასეულობის მოგების მიზნით
ამაოდ მეტყველებალაქლაქი, უაზრო ლაპარაკი
ამპარტავნებათავმომწონეობა, უკადრისობა
ანგარებავერცხლისმოყვარეობა, მექრთამეობა
არაწმინდებაცოდვის მოურიდებლობა
არშიყობაარაწმინდა სიყვარული
აღთქმის დარღვევადადებული პირობის დარღვევა
აღშფოთებაგაცეცხლება, გაბრაზება
ბილწი ამბორიკოცნა ავხორცობის დასაკმაყოფილებლად
ბილწი გულისთქმაყოველგვარ უკეთურებაზე ფიქრი (ანგარებაზე, ვერცხლისმოყვარეობაზე, სიძვაზე)
ბიწიერი წიგნების კითხვაიმ წიგნების კითხვა, რომელიც აქებს და განადიდებს ძალადობას, სქესობრივ აღვირახსნილობას და სხვა ცოდვებს.
ბოროტებაზე დაყოლიებასხვისი შეცდენა ბოროტების გასაკეთებლად, ან სხვის ბოროტ მოწოდებაზე თანხმობა
ბოროტი სიზმარითვითონ სიზმარის წარმოშობა მხოლოდ ადამიანზე არაა დამოკიდებული, სიზმარში დანაშაულის ჩადენა (მკვლელობა, მრუშობა, სხვა ბოროტებები) აღნიშნავს იმას, რომ ადამიანში არის მიდრეკილება ცოდვისადმი. ასევე არსებობს სიზმრები ღვთისაგან, რომლებიც სინანულისკენ, თავმდაბლობისკენ მიგვითითებს.
ბოროტი ფიქრიგონებაში რაიმე ცუდის დაგეგმვა
ბოროტი ჩვეულებაადამიანი აცნობიერებს ჩვევის მავნებლობას (მაგალითად თამბაქოს მოწევას), მაგრამ არაფერს აკეთებს მის აღმოსაფხვრელად
გაბუტვამომდურება
განკითხვასხვათა პირად ცხოვრებაზე უარყოფითად ლაპარაკი
განრისხებაგანრისხება შეიძლება სამართლიანიც იყოს და უსამართლოც. უფალი განურისხდა ვაჭრებს, ფულის გადამცვლელებს და ტაძრიდან გამორეკა. ასევე განურისხდა იმათ, ვინც შაბათს განკურნებას კრძალავდა, მაგრამ მრისხანება გონებას ნუ დაბინდავს.
გარყვნილებამხოლოდ ხორციელ სიამოვნებისთვის ცხოვრება, უზნეობა
გაუმაძღრობაადამიანის დაუოკებელი სწრაფვა ჭამაზე და ქონების შეგროვებაზე
გაუპატიურებაადამიანზე სქესობრივი ძალადობა
გემოთმოყვარეობაამ ცოდვის გამო ადამიანს არ შეუძლია გემრიელ საჭმელებზე უარის თქმა
გინებაყოველგვარი ბილწსიტყვაობა
გმობაღმერთის, მართლმადიდებლობის განკითხვა.
გონებაგაფანტულობაუყურადღებობა
გულგრილობაყოველგარი საკითხისადმი აგდებული, უსულგულო დამოკიდებულება
გულისწყრომამრისხანების ნაირსახეობა
გულფიცხობათავშეუკავებლობა, იგივე აღშფოთება
გულცივობაეს ცოდვა ადამიანს აქცევს ცოცხალ რობოტად, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია, არც ღმერთის რწმენა
გულძვირობაუჟმურობა
დაბეზღებადასმენა
დაუდევრობაროცა ადამიანი მინდობილ საქმეს გულგრილად აკეთებს
დაფიცებაყველაფერ წვრილმანზე ფიცი. არადა უფალი გვასწავლის იყოს ყოველი სიტყვა დიახ-დიახ და არა-არა. რაც ამაზე მეტია, ის ეშმაკისგანაა.
დაფოლვასხვისთვის საქმის გაფუჭება
დაცემა ძილსა შინამამაკაცებში, ძილში უნებლიე თესლის დაღვრა
დაცინვასხვისი ნაკლის აბუჩად აგდება, დამცინავი სახელის დაძახება, ან შერქმევა.
დახსნილობასაქმის არ გასაკეთებლად ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამოგონება
დიდებისმოყვარეობაპატივმოყვარეობა
ეკლესიაში წირვაზე წაუსვლელობა
ეკლესიის დარბევაგაძარცვა ან რაიიმე ზიანის მიყენება
ენის მიტანადასმენა
ეშმაკის შთაგონების დაჯერებამაცდური ფიქრების აყოლა
ეჭვიანობაღმერთის არსებობაზე, ასევე რაიმეზე.
ვაიმუსიკოსობაქრისტიანობა მუსიკის წინააღმდეგ არ გამოდის, თვითონ ეკლესიის შიგნით წარმოიშვა საგალობლები, მაგრამ ბოლო დროს წარმოიშვა მუსიკის სახეობები, რომლებიც სიმღერის ტექსტებში ადიდებენ ეშმაკს, ცოდვების ჩადენისაკენ მოუწოდებენ ადამიანებს, ჩნდება მუსიკალური კლიპები, სადაც მომღერლები სიმღერითაც და ქცევითაც ცოდ¬ვისკენ უბიძგებენ ადამიანებს და ყვრნიან ახალგაზრდებს
ვაიხელოვნებაქრისტიანობა ხელოვნების წინააღმდეგ არ გამოდის, მაგრამ ბოლო დროს წარმოიშვა ხელოვნების ნიმუშები (კინო, ნახატები, თეატრის დადგმები და სხვა) რომლებიც ცოდვების ჩადენისაკენ მოუწოდებენ ადამიანებს და ყვრნიან ახალგაზრდებს
ვალის გადაუხდელობაიგივე ვერცხლისმოყვარეობა
ვერაგობანდობის ბოროტად გამოყენება
ვერცხლისმოყვარეობაოქრო-ვერცხლზე გადაყოლილი ზრუნვა. ქველმოქმედების დაზარება
ზარმაცობაუსაქმურობისა და დაზარების (დამეზარა) ყველანაირი სახე
ზღაპართმეტყველებადაუჯერებელი ამბების მოყოლა
თავის თავზე და ამქვეყანაზე იმედით ყოფნა
თავხედობაუზრდელობის ნაირსახეობა
თამბაქოს მოწევაეშმაკის საკმეველი, აზიანებ შენს თავსაც, სხვასაც
თვალდაუჭერლობაროცა დამაბრკოლებელ მიზეზს არ ერიდები
თვალთმაქცობატყუილის ნაირსახეობა
თვითრჩეულობასარწმუნოების არასწორი გააზრება, სრულყოფილი ვარ და ეკლესია არ მჭირდება, ღმერთი ისედაც მწამს
თვლემაზარმაცობის ნაირსახეობა
თილისმობაშელოცვა, ჯადოქრობის ნაირსახეობა
კარგის ცუდით ჩუმად შეცვლა
კეთილის გაკეთების დარცხვენააადამიანს ცხვენია სიკეთის გაკეთება იმის შიშით, რომ ურწმუნოები დასცინებენ
კეთილის ქმნა დანანებითადამიანი სიკეთეს დანანებით სჩადის
კერპთაყვანისმცემლობარაღაცის გაღმერთება
კრულვამაგიით ან ქიმიური ნაერთებით ცოცხალ არსებებზე ზიანის მიყენება, შელოცვებით მათი ქცევის დამორჩილება
ლალვაღვთისნიერი ადამიანების დაჯაბნვა
ლაქუციტკბილი სიტყვით შეცდენა
ლოცვის მიმართ მოუწესრიგებელი დამოკიდებულებალოცვის დაზარება, ზერელედ ლოცვა, ლოცვის გადაკეთება, მაგალითად „მამაო ჩვენოში“ ახალი სიტყვების ჩასმა ან ძველის ამოგდება
მავნებლობაგანზრახვით ბოროტების კეთება
მამათმავლობაპედერასტია, კაცების სექსი, ასევე ლესბოსელობა ქალების სექსი.
მარხვის დარღვევასახსნილოს ჭამა
მაჩვენებლობაყველანაირი თავის გამოჩენის სურვილი ყველა გზით
მაცდური შეტყობინების გაგზავნაადამიანის ცდუნება ნებისმიერი სახით: წერილებით, ალერსით, ჩაგონებით და სხვა, რაც მსხვერპლის ქცევის გაუკუღმართებას იწვევს
მაჭანკლობაქალსა და კაცს შორის მოლაპარაკების წარმართვა ანგარების მიზნით
მბრძანებლობაუფროსობა, ყველას ჭკუის სწავლების მოყვარეობა. ასეთი ხალხი ყველგან ცხვირს ყოფს.
მექრთამეობაკორუფცია
მზვერავობაიგულისხმება კლასიკური დასმენა, „შპიონობა“.
მთვრალობაზედმეტი სასმელის მიღება. ქცევაზე და გონებაზე კონტროლის შესუსტება ან დაკარგვა.
მკვლელობაროგორც სხეულებრივად, ასევე - მორალურად ადამიანის განადგურება
მკითხაობაჯადოქრობის ნაირსახეობა
მოტყუებამცდარი ცნობების მიწოდება, მოვლენების არასწორი წარმოჩენა
მოუფიქრებლობაგონების სიზარმაცე
მოძღვრის სიტყვის არ შესრულებაურჩობა
მოწყენაუიმედობა
მრუშობაქორწინებაში მყოფთა მეუღლის ღალატი
მრავალმეტყველებალაქლაქი
მტრისათვის ულოცველობაუნდა ვილოცოთ მტერთა და მოწინააღმდეგეთათვის, რათა მოექცნენ, მოინანიონ და მიიღონ ცოდვათა შენდობა
მუცლის მოშლააბორტი, ან აბორტისკენ ბიძგება, ჩანასახის ყველანაირი საშუალებით მკვლელობა
მშიერ-მწყურვალთა შეუსმენლობამატერიალურად გაჭირვებულ ადამიანთა არ დახმარება
მშობლების უპატივცემულობამათი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათზე არ ზრუნვა
მცნების დარღვევამართლმადიდებლური მცნებების დარღვევა
მძულვარებასიძულვილი
მწვალებლობამცდარი რჯულის თანაგრძობა, მოწონება, ან აღიარება
ნაპოვნის არ გამოჩენათუ ნაპოვნ ნივთს პატრონი გამოუჩნდა და დამალე
ნაყროვანებაუზომო ჭამა, იგივე მუცელღმერთობა, რომელიც ყოველგვარ მოღვაწეობას ასუსტებს
ორგულობაღალატი
ოცნებაამაო ფიქრებში გართვა, რაც ცხადი საქმეებისგან მოცდენის მიზეზი ხდება. აწმყოს ხელიდან გასხლტომა
პატიმართა და უძლურთა უნახველობაარა გამოხსნა, არამედ მონახულება, ნუგეშისცემა
პირობის დარღვევაუწყალობა. ეს არის სისუსტეც, ვერაგობაც
პირფერობავერაგობის ნაირსახეობა
პირუტყვთა უზომო დასჯა
პირუტყვებთან სქესობრივი კავშირი
ჟინიანობაამპარტავნების ნაირსახეობა
როკვავნების აღმძვრელად ტანის მოძრაობა
საიდუმლოს გაცემაორპირობა, ღალატი
სასოწარკვეთაუიმედობა
სასულიერო საქმეების დაშლასხვებისთვის მარხვის, წირვაზე სიარულის, ზიარების და სხვა სარწმუნოებითი საქმეების დაშლა, დაცინვა
საწუთროზე მხოლოდ ზრუნვამხოლოდ ამქვეყნიურზე ზრუნვა
საჭურველმოყვარებაიარაღის გადარეული სიყვარული
სახის მორთვამაკიაჟის უთავბოლო გამოყენება
სევდისადმი დამორჩილებაუმოღვაწეობა
სიმდიდირის ტრფიალიიგივე ვერცხლისმოყვარება
სინანულის გადადებავითომ მერე მოვინანიებო და შედეგად ადამიანი მოუნანიებელი ხვდება სიკვდილს
სიფიცხერისხვის ნაირსახეობა
სიყალბეიგივე სიცრუე
სიძვასქესობრივი კავშირი უქორწინებელთა
სიძუნწევერცხლისმოყვარეობის ნაირსახეობა, საგნებზე მიჯაჭვა
სიხარბევერცხლისმოყვარეობის ნაირსახეობა
სიჯიუტეცხადი კეთილი რჩევის არ შესმენა
სოფლის ამაოებით მოხიბლვაყოველგვარი ბრჭყვიალა და ამქვეყნიური უაზრობის მოწონება
სულიწმიდის გმობაღვთის და სულის უარყოფა, ან პირიქით, ღმერთზე უაზროდ მინდობა (თითქოს ღმერთი მაინც გაცხოვნებს თავისი კაცთმოყვარების გამო)
სხვისი ქონების მისაკუთრება ან ამის სურვილი
ტაძარში უწესო ქცევაწირვა-ლოცვის დროს საუბარი, ხმაური
ტიპიკონის წესების დარღვევა
ტრაბახიამპარტავნების ნაირსახეობა
უგუნურებაყოველგვარი უჭკუო და ქცევა
უკანონო მითვისების ყველა სახეაქ შედის ქურდობის, მტაცებლობის, ყაჩაღობის, ყველანაირი სახე
ულოცველობაშეგნებით არ ლოცვა
ურჩობამორჩილების არ ქონა
უსაქმურობაყოველი სახის სიზარმაცე
უსინდისობაღვთის ხმის ჩახშობა, ყოველგვარი უკეთური საქმე
უღირსად წმ. ევლოგიის მიღებასიწმიდეებს ადამიანი უზმოზე უნდა იღებდეს, როგორც სიწმიდეს.
უღირსად წმ. ზიარების მიღებასინანულის გარეშე, თუ გულში ვინმეს მტრობ
ფარისევლობარჯულის გარეგნულად, ფორმალურად შესრულება
ფულის მოგებაპროცენტის გადახდევინება, მევახშეობა
ფულის ფლანგვაფულის ცოდვილ საქმეებში დახარჯვა და არა ღმერთის სათნო საქმეებში.
ქველმოქმედების დაზარება ან არ გაკეთება
ქვრივ-ობლის განუკითხაობადახმარების არ გაწევა
ღვთის იმედის დაკარგვასასოწარკვეთილება
ღვთისადმი გულგრილი დამოკიდებულებაიგივე ურწმუნოება
ყბედობაუზომო ლაპარაკი
ყრმათა დაბრკოლებაცუდი რამის სწავლება
შენდობის მიუცემლობადამნაშავის არ პატიება, არ შენდობა
შეურაცხყოფადაცინვა, აბუჩად აგდება
შეჩვენებადაწყევლა, ხატზე გადაცემა
შვილთა მოუნათლავობა
შიშველთ შეუმოსაობათუ საშუალება გაქვს და უპოვარი არ შემოსე
შურისხვისი სიკეთის წყენა
შურისძიებაჩადენილი ბოროტი საქმის ბოროტითვე გადახდა
ჩუკენობაონანიზმი, მასტურბაცია
ცილის წამებატყუილის სიძულვილით დასმენა
ცნობისმოყვარეობაახალი ამბების სიყვარული, მათ შორის ცუდებისაც რაც საქმის მოცდენის მიზეზი ხდება.
ცილობაუზნეოდ სხვისი საკუთრების წართმევა
ცისკრისა და სერობის შემდეგ ჭამა-სმა
ცოდვათა მოუნანიებლობაუაღსარებლობა
ცოდვების სწავლებაადამიანის ცოდვისაკენ მოწოდება
ცოდვის უძლეველობაუდებება, სიზარმაცის ნაირსახეობა
ცოდვის ქმნით დატრაბახებაკლასიკური მაგალითი: აი მე ამას ვიზამ და ღმერთი რას მიზამს?
ცოდვის ქმნის სიხარულიცოდვის კეთება თუ გიხარია ან სხვას მოუწოდებ
ცრუ მორწმუნეობაროცა ადამიანს სჯერა თვალის თამაში, კატის გადარბენა, კურდღლის გადარბენა, კუბოს დატრიალება, მხოლოდ კენტი სანთლების ანთება, სანთლების მხოლოდ შებერვით ჩაქრობა და ა.შ.
ცუდი მასხრობაუზნეო ამბების თხრობით თავის შექცევა
ძილისმოყვარეობაძილისგუდობა (უთავ-ბოლო ძილი)
ძღვენის მოყვარეობაიგივე ვერცხლისმოყვარეობა
წყევლაბოროტის სურვილი სხვისთვის
წმიდათა უპატივცემულობა
ჭორიკანობაიგივე უქმი საუბარი
ხატთა უპატივცემულობა
ხელობის უსწავლელობათუ არ სწავლობ რაიმე პროფესიას
ხორციელი ფუფუნებასაგნებზე და სხეულზე გადამეტებული ზრუნვა
ჯადოსნობათეთრი და შავი მაგია, ასტროლოგია
ჯავრის ამოყრაიგივე შურისძიება
ჯიბრის ქონაბოღმა
ჯილდოს მოყვარეობაამქვეყნიური დიდებისთვის სწრაფვა
ჯვრის გამოუსახველობაჯვრის უპატივცემულობა
ჯვრის უპატივცემულობაღვთის გმობა
მოამზადა მამია გოგავამ
- See more at: http://www.orthodoxy.ge/tsodva_satnoeba/tsodvebi.htm#sthash.dDZEsR5q.dpuf

No comments:

Post a Comment